მოცვის მოვლა-მოყვანის კურსი

მოცვის მოვლა-მოყვანის კურსი
მოცვის მოვლა-მოყვანის თეორიული კურსი პრაქტიკული სწავლებით გაგრძელდა და სწავლების საველე ნაწილი კომპანია ,ეფკოს“ კუთვნილ მოცვის პლანტაციებში მიმდინარეობს. გასულ კვირაში კურსის მონაწილეებმა აღნიშნული კომპანიის საკუთრებაში არსებული მოცვის გადამამუშავებელი ტექნოლოგიური ხაზი და სამაცივრე მეურნეობა მოინახულეს, უშუალოდ ჩაერთნენ მოცვის პლანტაციაში მიმდინარე სამუშაოებში.

სასწავლო პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებული პროექტის - "პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ფაზა 2" - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.
GeorgianBlue © 2021 all rights reserved.
GeorgianBlue © 2021 ყველა უფლება დაცულია.