მოცვის ბაღები გაშენებულია დასავლეთ საქართველოს მაღლობებზე, სადაც ზღვის ნიავი ერწყმის გურიის ულამაზესი მთების სუფთა ჰაერს. საბჭოთა კავშირის პერიოდში დაბა ლაითური ცნობილი იყო უხვმოსავლიანი ჩაის პლანტაციებით, რომლებიც ათასობით ჰექტარს მოიცავს. აქ მოკრეფილი ჩაის ექსპორტი მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ხორციელდებოდა. პოსტსაბჭოთა პერიოდში ტერიტორიები მიატოვეს, რაც შემდგომში გახდა აქაურობის გავერანების მიზეზიც.
2017 წელს, როდესაც ეს ტერიტორია პირველად ვნახეთ, დავრწმუნდით ამ ადგილის პერსპექტიულობაში. საფუძვლიანი მოკვლევის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ არსებული ლურჯი მოცვის პლანტაციები გაგვეახლებინა და სრულიად თანამედროვე ჯიშებით დაბა ლაითურის თვალწარმტაცი მინდვრებისთვის ახალი სიცოცხლე მიგვენიჭებინა.
2018 წელს, დასახული ხედვისამებრ, ჩვენმა კომპანიამ შეიძინა 326 ჰექტარი მიწა და ეტაპობრივად დავიწყეთ მისი გაცოცხლება. დღემდე 35 ჰექტარი დავამუშავეთ. 2021/2022 წლებში 70 ჰექტარი ფართობის ათვისება იგეგმება.
შემდეგი 5-6 წლის განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ მიწის სრულად გაშენებას მოცვით, რაც ჩვენს კომპანიას რეგიონში უმსხვილეს მწარმოებლად აქცევს.