იმ მნიშვნელობის გააზრებით, რომელიც აქვს ლურჯ მოცვს დღის რაციონში ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, GeorgianBlue-ს გუნდი ყოველდღიურად შრომობს მოცვის უხვი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მოსავლის მისაღებად.
ჩვენი მისია: მოვიყვანოთ, დავკრიფოთ, ვაწარმოოთ და მსოფლიო ბაზარს შევთავაზოთ 100%-ით ქართული პროდუქტი – უმაღლესი ხარისხის, ჯანსაღი და გემრიელი ლურჯი მოცვი გურიის მაღლობებიდან.
ჩვენი ხედვა: გავხდეთ სოფლის მეურნეობის პროდუქციის უდიდესი ექსპორტიორი საქართველოში და მთელ მსოფლიოს გავუზიაროთ ჩვენი ქვეყნის არომატით გაჯერებული პროდუქცია.