#GeorgianBlue საქართველოში ლურჯი მოცვის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. ჩვენი ბაღები დასავლეთ საქართველოში, დაბა ლაითურში, შავი ზღვიდან ათ კილომეტრში, 35 ჰექტარზეა გაშლილი. კომპანია სულ 326 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობს, რომლის გაშენებაც უახლოეს 5-6 წელიწადშია დაგეგმილი.

გარდა ადგილზე მოყვანილი ლურჯი მოცვისა, კომპანია დაკავებულია ადგილობრივი ფერმერებისგან მოცვის ჩაბარებით, მათზე დამატებითი ღირებულების შექმნით და საკუთარ პროდუქციასთან ერთად მათი ექსპორტირებით.

წარმოების პროცესი

მოცვის კრეფის შემდგომი გაგრილების თანამედროვე სისტემა უზრუნველყოფს პროდუქციის მაღალ ხარისხს, ხანგრძლივი შენახვის შესაძლებლობას, მაქსიმალურად ინარჩუნებს მოცვის პირვანდელ სახეს.



GeorgianBlue — ესაა პირველი ქართული ბრენდი ლურჯი მოცვის სრული საწარმოო ციკლით, პროდუქტის მოყვანიდან საბოლოო მომხმარებლამდე მიტანით.



GeorgianBlue © 2021 all rights reserved.
GeorgianBlue © 2021 ყველა უფლება დაცულია.