ლურჯი მოცვის მწარმოებელი პირველი ქართული ბრენდი მსოფლიო ბაზარზე

ლურჯი მოცვის მწარმოებელი პირველი ქართული ბრენდი მსოფლიო ბაზარზე

2019 წლიდან, გურიაში, დაბა ლაითურში, შპს „ეფკო“ სოფლის განვითარების სააგენტოს დახმარებით გაშენებულ 36 ჰექტარ მოცვის პლანტაციას მართავს. კომპანიის პროდუქცია 2021 წლიდან ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე წარმოდგენილი იქნება ახალი ბრენდით: „GeorgianBlue – Finest Bluberries from the hills of Guria.“ 

GeorgianBlue-ს მისია ქართული ლურჯი მოცვის, როგორც მაღალხარისხიანი პროდუქტის მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრებაა.

GeorgianBlue პირველი კომპანიაა, რომელმაც სრულფასოვანი „პოსტ-ჰარვესტ“ ინფრასტრუქტურა (სწრაფი გაგრილება, სორტირება, დაფასოება) შექმნა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი წარმოების პროცესი დანერგა. GeorgianBlue აკმაყოფილებს მენეჯმენტის, ხარისხისა და სურსათის უვნებლობის უმაღლეს სტანდარტებს, რაც კომპანიას კარს უხსნის ევროკავშირის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის და აღმოსავლეთ აზიის ბაზრებისკენ.

USAid-ის დახმარებით, 2020 წელს, კომპანიაში წარმატებით დაინერგა GlobalGAP და GRASP სტანდარტები, რაც ამტკიცებს, რომ კომპანია აწარმოებს უვნებელ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტს და ოპერირებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით.

სრულფასოვანი საწარმოო ინფრასტრუქტურისა და სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტებიდან გამომდინარე, GeorgianBlue-ს აქვს საშუალება პირდაპირ ითანამშრომლოს მსხვილ იმპორტიორ კომპანიებთან და სუპერმარკეტების ქსელებთან სხვადასხვა ბაზარზე, რომლებიც მზად არიან გადაიხადონ ფასნამატი სორტირებული, დაფასოებული და ბრენდირებული მაღალი ხარისხის პროდუქტისთვის, რაც ქვეყნისთვის დამატებითი ღირებულების შექმნას ნიშნავს.

მსხმოიარე 36 ჰა პლანტაციის გარდა, კომპანია ფლობს 326 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწას, რომლის სრული ათვისება შემდეგი 4-5 წლის განმავლობაში იგეგმება. ამ მასშტაბის მწარმოებელი იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული აგრო ექსპორტიორი და მსოფლიო ხილ-ბოსტნეულის ბაზრის ღირსეული წევრი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც ხარისხიანი პროდუქციის მწარმოებლის პოზიციონირებას და გურიის რეგიონში სამუშაო ადგილებისა და დოვლათის შექმნას.

GeorgianBlue © 2021 all rights reserved.
GeorgianBlue © 2021 ყველა უფლება დაცულია.