GeorgianBlue - the first Georgian blueberry brand on the world market

 GeorgianBlue - the first Georgian blueberry brand on the world market

GeorgianBlue - ლურჯი მოცვის პირველი ქართული ბრენდი მსოფლიო ბაზარზე

ლურჯი მოცვის მიმღები პუნქტი საქართველოში

გურიაში, დაბა ლაითურში, 2019 წლიდან დღემდე შპს „ეფკო“ მართავს სოფლის განვითარების სააგენტოს დახმარებით გაშენებულ 36 ჰექტარ მოცვის პლანტაციას, რომელიც 2021 წლიდან ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე წარმოდგენილი იქნება ახალი ბრენდით: „GeorgianBlue – Finest Bluberries from the hills of Guria.“ GeorgianBlue-ს მისია ქართული ლურჯი მოცვის, როგორც მაღალ-ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრებაა. აღნიშნულის მიღწევას კომპანია უმაღლესი სტანდარტის, ბრენდირებული პროდუქტის რეალიზაციით გეგმავს.

GeorgianBlue-ს სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სხვა ქართულ მოცვის მწარმოებელ კომპანიებთან პარტნიორობაა. ამიტომ, 2021 წლის სეზონიდან, GeorgianBlue ლურჯ მოცვს სხვა მწარმოებლებისგან ჩაიბარებს.

GeorgianBlue-ს ურთიერთობა აქვს ევროკავშირის, გალფის ქვეყნების და რუსეთის უდიდეს სუპერმარკეტების ქსელებთან და იმპორტ-კომპანიებთან, რომელთა მოთხოვნებს პროდუქტის მოცულობასთან დაკავშირებით მხოლოდ GeorgianBlue ვერ დააკმაყოფილებს.

ჯამური სარეალიზაციო მოცულობის გაზრდის მიზნით, GeorgianBlue ჩაიბარებს, დაახარისხებს, დააფასოებს და ბრენდირებული სახით გაიტანს ექსპორტზე სხვა ქართველი მწარმოებლების მოცვს, საკუთარ პროდუქციასთან ერთად.

კომპანია ღრმად არის დარწმუნებული, რომ ამ ტიპის პარტნიორობა იქნება ორმხრივად სასარგებლო და მოემსახურება ეროვნულ საქმეს, რასაც ქართული მოცვის, როგორც ხარისხიანი და მაღალ ფასიანი პროდუქტის მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრება ქვია. 

კომპანიის შესახებ

ლურჯი მოცვის წარმოების დარგში, GeorgianBlue პირველი კომპანიაა, რომელმაც სრულფასოვანი „პოსტ-ჰარვესტ“ ინფრასტრუქტურა (სწრაფი გაგრილება, სორტირება, დაფასოება) შექმნა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი საწარმოო პროცესი დანერგა. შედეგად, GeorgianBlue აკმაყოფილებს მენეჯმენტის, ხარისხისა და სურსათის უვნებლობის უმაღლეს სტანდარტებს, რაც კომპანიას კარს უხსნის  საერთაშორისო პრესტიჟული ბაზრებისკენ, როგორებიცაა ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და აღმოსავლეთ აზია.

USAid-ის დახმარებით, 2020 წელს კომპანიაში წარმატებით დაინერგა GlobalGAP და GRASP სტანდარტები, რაც ამტკიცებს, რომ კომპანია აწარმოებს უვნებელ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტს და ოპერირებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით.

სრულფასოვანი საწარმოო ინფრასტრუქტურიდან და სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტებიდან გამომდინარე, GeorgianBlue-ს აქვს საშუალება პირდაპირ ითანამშრომლოს მსხვილ იმპორტ-კომპანიებთან და სუპერმარკეტების ქსელებთან სხვადასხვა ბაზრებზე, რომლებიც მზად არიან გადაიხადონ ფასნამატი სორტირებული და დაფასოებული მაღალი ხარისხის პროდუქტისთვის, რაც ქმნის დამატებით ღირებულებას ქვეყანაში.

GeorgianBlue © 2021 all rights reserved.
GeorgianBlue © 2021 ყველა უფლება დაცულია.